ავტორი:

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია" - კობახიძე სააკაშვილზე

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია" - კობახიძე სააკაშვილზე

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე საუბრისას აღნიშნა რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში“ ყოფნას ასახავს.

მისივე თქმით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე არ არის, როგორსაც მისი ოჯახის წევრები წარმოაჩენენ.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია. პირდაპირ ჩანს სიმულაცია, პირდაპირ ჩანს, რომ რეალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი როგორადაც ისინი წარმოაჩენენ, არამედ განსხვავებულია. სიმულაცია პირდაპირ ჩანს, კუთხის და წყლის დალევის ეპიზოდში. უბრალოდ სამარცხვინოა ის სიმულაცია, რომელიც ამ კაცის მხრიდან წარმოებს, საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს აკეთებს“, -აღნიშნა კობახიძე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩატარებულ აქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "მათი დაანონსებული აქციები თავიდან ბოლომდე ჩავარდა.”

"ხედავთ, რომ აქციები თავიდან ბოლომდე ჩავარდა, 20-25 კაცი მაქსიმუმი იყო, ზოგან 10 კაცი ჰყავდათ და ზოგ ადგილას 2 კაცი მივიდა, აქცია ვერ ჩაატარეს. ასე მოხდა მაგალითად ადიგენში, მარნეულში და სხვა მუნიციპალიტეტებში. რეალურად პირდაპირ გამოჩნდა, რომ დღეს არავითარი რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიოს. რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. აბა, ხაბეიშვილის რა რესურსი აქვს?!“ - განაცხადა კობახიძემ.