ავტორი:

მამა დავით მესხს, რომელსაც 11 შვილი ჰყავს, დახმარება ესაჭიროება - მის 8 წლის ნინის აღმოაჩნდა სიმსივნე

მამა დავით მესხს, რომელსაც 11 შვილი ჰყავს, დახმარება ესაჭიროება - მის 8 წლის ნინის აღმოაჩნდა სიმსივნე

მამა დავით მესხის ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მის 8 წლის გოგონას სიმსივნე აღმოაჩნდა და აუცილებელია მკურნალობა თურქეთის კლინიკაში.

ინფორმაციას მამაოს ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

"მამა დავითს რომელსაც ჰყავს 11 შვილი, დახმარება სჭირდება. 8 წლის ნინის დაუდგინდა "მეზენტერული პლექსიფორმული ნეიროფიბრომა". გართულებული ანამნეზის გამო მკურნალობა ვერ ხერხდება საქართველოში, ამიტომ ნინის სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში -“ACIBADEM MASLAC HOSPITAL/ISTAMBUL-ში გადაყვანა. პირველ ეტაპზე მედიკამენტოზური მკურნალობით უნდა მოხდეს სიმსივნური კერის მოცულობაში შემცირება და შემდგომში ქირურგიული ჩარევა. პირველადი ხარჯები მოიცავს 16 035$.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახს და პატარა ნინის, რომ ჯანმრთელი დაუბრუნდეს თავის 10 და-ძმას და მეგობრებს" - წერია ინფორმაციაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე: GE61TB7302236010100035, მიმღები: ბავშვის დედა რუსუდან მესხი

ასევე - საქართველოს ბანკი: GE18BG0000000332086000

თიბისი ბანკი: GE20TB7876645164300001 - მიმღები დავით მესხი