ჩინეთის უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის, China Renaissance Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუჩინარდა. ამის შესახებ განცხადებას მისი კომპანია ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო დღეებია ბაო ფანის ვერავინ უკავშირდება. ბაო ჩინეთში წამყვანი სავაჭრო ბროკერია და მის კლიენტებს შორის არიან ტოპ ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Didi და Meituan-ი.
აღნიშნული განცხადების გამოქვეყნების შემდეგ Renaissance-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 50%-ით დაეცა.
"ვერ ხერხდება ბატონ ბაო ფანთან დაკავშირება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ მისი გაუჩინარება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბიზნეს საქმიანობასთან“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მედიისთვის უცნობია თუ რამდენი ხანია, რაც მამაკაცი გაუჩინარებულია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, თანამშრომლები ორი დღეა მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
ბაომ, რომელიც არის კომპანიის როგორც თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი დირექტორი, China Renaissance-ი 2005 წელს დააარსა.
მას შემდეგ ის გადაიქცა ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტად - ახორციელებს ბიზნეს გარიგებებს და ხელს უწყობს ქვეყნის სხვადასხვა ტექნიკურ კომპანიას შორის გაერთიანებას.