რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ იმის არაღიარება, რომ უკრაინაში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენენ, ცინიზმი და სიმხდალეა.
"შეერთებული შტატები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები გულგრილები არიან იმის მიმართ, რომ სამიზნეები არის საცხოვრებელი ზონები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან, რაც მთავარია, გაუგებარია, რატომ“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნები არ აღიარებენ საკუთარ მონაწილეობას იმ დანაშაულებში, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები სჩადიან.
"ჩართულობა მაქსიმალურია: მრავალი წლის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებები, ახლა კიევის რეჟიმის პირდაპირი ხელმძღვანელობა, სრული კავშირი - კორუფცია, ფული და იარაღი. მაგრამ რატომღაც, ის ჯერ კიდევ არ არის კონფლიქტის მხარე, ეს არის ცინიზმისა და სიმხდალის პიკი“, - აღნიშნა ზახაროვამ.