ავტორი:

ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს, რომელიც წლებია დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, დახმარება ესაჭიროება

ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს, რომელიც წლებია დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, დახმარება ესაჭიროება

ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს, რომელიც წლებია დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

"მეგობრებო, გიორგი გირკელიძეს, ჩემს და ყველას მეგობარს, ბევრი იცნობთ. ბევრმა იცით ასევე, რომ 7 წელზე მეტია, გიორგი სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებს, ვერ მუშაობს, უჭირს გადაადგილება და მუდმივად მედიკამენტების საშუალებით ახერხებს კონცენტრაციას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ამ 7 წლის განმავლობაში, გიორგი და მისი მეგობრების დიდი არმია, ვცდილობდით საქართველოს პირობებში გვეპოვა პასუხი კითხვაზე - რა სჭირს ადამიანს, რომელიც ჰიპერ აქტიური იყო და დღეს, ამ შესაძლებლობების მინიმუმსაც ვერ იყენებს.

სხვადასხვა დროს სტაციონარული და პროფილაქტიკური მკურნალობით, ამ დრომდე მოვედით. ყველა ჩარევა, მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი აღმოჩნდა და რეალური შედეგი ისევ ვერ დადგა.

გიორგი ისევ მედიკამენტებზეა დამოკიდებული და ისევ არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი - მის სრულ გამოჯანმრთელებას რა სჭირდება. ამისთვის, ის განიხილავდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლას, თუმცა მოგეხსენებათ, ეს რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გადაწყდა თურქეთში წასვლა, სადაც მას კეთილი ადამიანების თანადგომით, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. თურქეთი, გადაწყდა იმის გამო, რომ ფინანსების საჭიროება გაცილებით მცირეა და მეორეს მხრივ, როგორც უკვე გითხარით, იქ მას ელოდებიან კეთილი ადამიიანები, რომლებიც მორალურ და ფიზიკურ დახმარებას გაუწევენ.

იმისათვის, რომ გიორგიმ შესძლოს ამ გამოკვლევების ჩატარება, ჩვენი დახმარება სჭირდება. არ დავიზაროთ, ვის რამდენიც და როგორც შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიკეთე ჩვენც და გიოსაც ასმაგად დაგვიბრუნდება. დავეხმაროთ გიოს, სრულფასოვან ყოველდღიურობაში დაბრუნდეს. ეს არის გიორგის ანგარიში - ჩარიცხული ერთი ლარიც, ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენ ხომ ბევრნი ვართ, გადავდოთ ერთი დღით კაფეში წასვლა, ან ერთი კოლოფით ნაკლები სიგარეტი ვიყიდოთ, ან რა ვიცი, უბრალოდ სიკეთე გავაკეთოთ! ვიცი, რომ რთული პერიოდია ეკონომიკურად, ვიცი, რომ ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ მაინც. თქვენი მადლიერები ვიქნებით ყოველთვის!" - ნათქვამია ინფორმაციაში.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ანგარიშის ნომრებზე:

GE42BG0000000173971300

GE54TB7700545064300030

მიმღები, გიორგი გირკელიძე