ავტორი:

დღეს საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი და რა სიმძლავრის იყო ბიძგები?

დღეს საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი და რა სიმძლავრის იყო ბიძგები?

17 თებერვალს საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იტყობინება, ბიძგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 9:40 წუთსა და 11:20 წუთზე დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში ეპიცენტრი გომისმთასთან, მეორე შემთხვევაში კი - სოფელ გომთან იყო.

მიწისძვრების სიმძლავრემ 3.2 და 3 მაგნიტუდა შეადგინა.