ავტორი:

"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით..." - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი სტუდენტი დიპლომატთა კონფერენციაზე გასამგზავრებლად საჭირო თანხით დააფინანსა

"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით..." - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი სტუდენტი დიპლომატთა კონფერენციაზე გასამგზავრებლად საჭირო თანხით დააფინანსა

სტუდენტ გოგონას თიკო ლაგვილავას, რომელიც Associazione Diplomatici-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს, გასამგზავრებისთვის საჭირო თანხა სრულად არ ჰქონდა, ამიტომ მეგობრები მის დასახმარებლად ადამიანებს ქველმოქმედებისკენ სოციალური ქსელით მოუწოდებდნენ. ირკვევა, რომ თანხის ის ნაწილი, რაც თიკოს აკლდებოდა, მას "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაურიცხა.

"სიკეთე ბიჭი რომაა, ყველამ ვიცით, ის რომ მიუხედავად მანძილისა, მუდამ ჩვენს გვერდითაა, ესეც ძალიან კარგად ვიცით, ის რომ ძალიან, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ეგეც ყველამ ვიცით, Tiko Lagvilava -ს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!!!!!შეგახსენებთ:მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორია ბილ კლინტონი. თიკო კი არჩეულია ერთ ერთ დელეგატად", - წერს "წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდის" დამფუძნებელის სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში.

თავად თიკომ რადიო "ათინათთან" განაცხადა:

"სრული შოკი მქონდა. "წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდის" დამფუძნებელმა სალომე ფაცაციამ დამირეკა და მითხრა, ვერც კი წარმოიდგენ ვინ ჩაგირიცხა თანხა, ემოციისგან ვერც კი ვსაუბრობ ნორმალურად. არ მეგონა მართლა, რომ შეგროვდებოდა ამხელა თანხა, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა შემდეგ წერილებმა, გამოხმაურებამ ძალიან გამამხნევა. არ მეგონა რომ ამდენი ადამიანი გაერთიანდებოდა ჩემი წარმატებისთვის".

თიკო ლაგვილავა "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და სრული დაფინანსებით სწავლობს.