ავტორი:

ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხეში ნიკა გვარამია მოინახულა - "ნიკა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მსხვერპლი"

ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხეში ნიკა გვარამია მოინახულა - "ნიკა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მსხვერპლი"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოინახულა.

ხაბეიშვილის განცხადებით, საუბრის თემას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული თემები გახლდათ.

"ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედს. ვგულისხმობ, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსს, რაც სურს ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს, ამასობაში კი ჩვენ ვხედავთ "რუსული ოცნება", მოღალატეობრივი პარტია როგორ ღალატობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს ჰყიდის რუსეთზე. ცხადია ამ თემებზე ვისაუბრე პოლიტიკურ პატიმართან, მძევალთან... ნიკა გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მსხვერპლი", - განაცხადა ხაბეიშვილმა "მთავარ არხთან".

გარდა ამისა, როგორც ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამია მოხარულია, იმ მოძრაობის შექმნით, რომელიც მის მეგობრებს და ჟურნალისტებს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" გუშინ დაფუძნდა. მოძრაობა აერთიანებს ნიკას მეგობრებსა და ჟურნალისტებს და ღიაა ყველასთვის, ვინც მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პოლიტიკური პატიმარია.