ავტორი:

"პოლიტიკაში როცა საკუთარ პატარა თავზე დიდი მიზანი არ გაგაჩნია, არარაობა ხარ. არარაობაა წულუკიანიც..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"პოლიტიკაში როცა საკუთარ პატარა თავზე დიდი მიზანი არ გაგაჩნია, არარაობა ხარ. არარაობაა წულუკიანიც..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"მე მიშაზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მაგრამ, რომ არიან, მეც ვარ. სტრასბურგში ძალიან კარგი სამსახური მივატოვე. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მაგრამ, როგორც კი მოხდა დიდი ვარდების დიდი რევოლუცია, ჩემს მაგიდაზე იმატა საქმეებმა, რომელშიც რასაც ვკითხულობდი, ჯოჯოხეთი იყო. მათ შორის, ოჩიგავასა და მოლაშვილის საქმეებმა - მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე და რასაც შევძლებ, იმას გავაკეთებ-მეთქი. სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ", - კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის POSTV-ის ეთერში გაკეთებულ ამ განცხადებას "ფეისბუქგვერდზე" ეხმაურება "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და წერს:

"ძალიან გულწრფელია ამაში.

არაფრის შესაქმნელად არ მოსულა ხელისუფლებაში. სხვის გასანადგურებლად მოვიდა - პერსონალური ვენდეტისთვის, საბჭოთა ფუნქციონერი მამის სასტიკი მარცხის გამო, სისხლის ასაღებად მოვიდა.

სიძულვილია მისი მოტივატორი.

ამიტომაა ასეთი მყრალი. ამიტომ დარჩება ლუზერად, მიშას სისხლი სულ რომ ტოლჩით სვას. პოლიტიკაში როცა საკუთარ პატარა თავზე დიდი მიზანი არ გაგაჩნია, არარაობა ხარ.

არარაობაა წულუკიანიც..."