ავტორი:

რას ნიშნავს წითელი ზოლი ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების სახეზე?

რას ნიშნავს წითელი ზოლი ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების სახეზე?

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე “სასუოლოს” წინააღმდეგ ითამაშა და ანგარიშით 0:2 მოიგო.

მე-12 წუთზე ქართველმა მარცხენა გარემარბმა შეუდარებელი დრიბლინგის შემდეგ მასპინძლებს ულამაზესი გოლი გაუტანა. ეს "კვარას" მე-10 გოლია სერია A-ში. 33-ე წუთზე "ნაპოლი" 2-ბურთიანი სხვაობით უკვე ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა.

ამ მატჩში ფეხბურთელები მოედანზე სახეზე წითელი ზოლით გამოვიდნენ. რაც ნიშნავს, რომ ისინი ქალზე და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად სოციალურ კამპანიას უერთდებიან. სერია A ამ კამპანიაში 2018 წლიდან არის ჩართული.

წითელი ზოლი წითელი პომადის სიმბოლოა და მოუწოდებს ყველას, გამოვიდეს ქალზე ძალადობის წინააღმდეგ.

  • იხილეთ ასევე:

"კვარადონას" დიეგოს გოლი გააქვს..." და "ნაპოლის" უცხოპლანეტელები" - რას წერს ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport - ი?

"კვარა" ამას ისე მარტივად აკეთებს, რომ ეს საშიშიც კია... " - რას წერს იტალიის მთავარი სპორტული გამოცემა და რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?

"ნაპოლის" მორიგი გამარჯვება: "კვარას" და ოსიმენის ბრწყინვალე გოლები და ქართველით აღფრთოვანებული საფეხბურთო სამყარო - "კვარა" ლიგის საუკეთესო მოთამაშეა"

  • ნახეთ "კვარას" გოლი