ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია, ის 67 წლის გახდა. მთელი დღის განმავლობაში ყოფილი თანაგუნდელებისგან, ასევე ცნობილი სახეებისგან მილოცვებს სოციალური ქსელით იღებს:

ირაკლი კობახიძე: "დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“ - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი: "დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით!“.

ელისო ბოლქვაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატი": ვულოცავ ბატონ ბიძინას დღევანდელ დღეს!ადამიანმა, რომელმაც თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის წარმოუდგენელი ღვაწლი გაწია! მადლობა ყველაფრისათვის! დიდიხანს სიცოცხლე თქვენ

დავით მათიკაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი: დღეს თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მეცენატის და ერისკაცის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა! ღმერთმა დღეგრძელობა და გამარჯვება არ მოუშალოს ჭეშმარიტ მამულიშვილს

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი: "ჩემო ბიძინა, გილოცავ დაბადების დღეს, განსაკუთრებულ გამძლეობასა და ნებისყოფას გისურვებ ამ ძნელბედობის ჟამს აბსოლუტურად მესმის ადამიანურად რა ძნელია, გაუძლო ამდენ ღალატს, დამნაშავე-შეწყნარებულებისგან ბრალმდებელი მიიღო, თქვენს ქველმოქმედებასა და ნიჭს ამოფარებულებისგან პატარა კაცუნები დარჩნენ, ყოველთვის რომ აქვთ ქისა 30 ვერცხლით სავსე, გარე გატანილი ცრუ ამბავი რენეგატთა წისქვილზე რომ ასხამს წყალს და იქაც რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივარს რომ ევალება გამოსწორება, მესმის ეს ყველაფერი, ღვარძლსა და შურს გაუმკლავდება ადამიანი, ღალატსაც აიტანს, დაუნახავობა რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერწმუნეთ ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გვერდით ვართ და მოიმედე იმ ოცნებისა, რომელსაც ხსნასავით შევყურებთ... გავკადნიერდები და რამდენიმე რჩევას მოგცემთ კეისარს-კეისრისა უნდა მიუზღოთ ბატონო ბიძინა, ლოიალურობა ჯაყოსთან არ მუშაობს, ვერც ყვარყვარე ხვდება რაიმეს, გილოცავთ კიდევ ერთხელ და გვეიმედებით".

ხათუნა ხოფერია:"შენ გაგიმარჯოს, ბიძინა!არც ფოტო მაქვს მასთან გადაღებული, შეხვედრითაც სულ 2- ჯერ შევხვდი. არც დავუსაქმებივარ და არც მითხოვია მისთვის არაფერი. არც ვაპირებ!..))) მაგრამ მაქვს უდიდესი ნდობა მის მიმართ და რწმენა, რომ ჩემზე ნაკლებად არ უყვარს ჩვენი საერთო სამშობლო. ასე მოხდა, ასეთი რეალობა შექმნეს მტრებმა, რომ დღეს, საქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს ფიზიკური გადარჩენა, კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი და თქვენი ოჯახების სიმშვიდეც კი, ბიძინას მხრებზე და გამძლეობაზე დგას!".