ავტორი:

მიწისძვრის ნანგრევებში "ჰატაისპორის" ფეხბურთელის, კრისტიან ატსუს ცხედარი იპოვეს

მიწისძვრის ნანგრევებში "ჰატაისპორის" ფეხბურთელის, კრისტიან ატსუს ცხედარი იპოვეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი "ჰატაისპორის" განელი ნახევარმცველი კრისტიან ატსუს ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას მედია ფეხბურთელის მენეჯერზე, მურატ უზუნმეჰმეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრების სერიების შედეგად თურქეთსა და სირიაში ათიათასობით ადამიანი გარდაიცვალა.

"კრისტიან ატსუ იპოვეს, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა", - ამბობს ფეხბურთელის მენეჯერი.

ატსუს მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე დღე ეძებდნენ. აქამდე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის სპორტსმენი ნანგრევების ქვეშ იპოვეს, თუმცა არცერთხელ არ დადასტურდა.

ატსუ თამაშობდა პორტოში, ჩელსიში, ევერტონში, ბორნმუთში, ნიუკასლში, ვიტესსა და მალაგაში. ნახევარმცველს განას ნაკრებში 60-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.