ავტორი:

"ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება" - კირბი

"ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება" - კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა და უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა მის გეგმებში უკრაინაში ვიზიტი არ შედის.

ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ე.წ. „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებს - ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს - შეხვდება.