ავტორი:

"დონარას ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი... ის არაფერს ითხოვს" - რას წერენ ამერიკაში მყოფ ქართველ მსახიობზე?

"დონარას  ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი... ის არაფერს ითხოვს" - რას წერენ ამერიკაში მყოფ ქართველ მსახიობზე?

წელიწადზე მეტია, რაც ქართული კინოსა და თეატრის მსახიობმა დონარა გვრიტიშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა რიგებს შეუერთდა. შტატებში ჩასვლიდან მალე საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა როგორც რამდენიმე თვის წინ ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რეაბილიტაციის პერიოდი აქვს და ამერიკელი ექიმების მადლიერია...

დონარა გვრიტიშვილი:

- ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაჩნდა და არასასიამოვნო დიაგნოზი დამისვეს, არ მინდა, დავაკონკრეტო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სნეულება იყო და ოპერაციაც გავიკეთე.

მკურნალობა ახლახან დავასრულე და რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს, შემდგომ კი ალბათ გავყვები მოვლენებს და ღმერთის დიდ საჩუქარს, რომ იმ დროს, როდესაც თურმე ეს ძალიან მჭირდებოდა, აღმოვჩნდი სასწაული ექიმების ხელში…

დღეს, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ელენე ბერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას დახმარებას სთხოვა, რათა ქალბატონი დონარასთვის სამსახურის პოვნა შეძლონ...

ელენე ბერიძე:

ძვირფასო მეგობრებო! ამერიკის ქართულ იმიგრაციას 8 თვის უკან შემოუერთდა ყველასათვის საყვარელი, კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი. სამწუხაროდ, ჩამოსვლიდან მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი. ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმიოთერაპია, (ყველაფერი დაფარა დაზღვევამ). რისთვისაც მადლობას უხდის ამ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა და გვერდზე დაუდგა ულამაზეს ქალბატონს.

ჩვენგან არაფერს ითხოვს ქალბატონი დონარა. საბოლოოდ მალე დაასრულებს რეაბილიტაციას. ამჟამად არის უმუშევარი და ბოლო თანხებით შვილები საქართველოდან ეხმარებიან.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, იქნებ ვინმეს გეგულებათ რამენაირი სამსახური და გაგიჩნდეთ დახმარების სურვილი.