ავტორი:

ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის ,,გრანდ სლემის'' გამარჯვებულია

ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის ,,გრანდ სლემის'' გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის ,,გრანდ სლემის'' ჩემპიონია.-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში უნგრელი კრისტიან ტოთი იპონით დაამარცხა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის ,,გრანდ სლემზე'' ასპარეზობა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაამთავრა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე ექვსი ძიუდოისტით იყო წარდგენილი, გამოსვლა ორი ოქროს (66კგ ვაჟა მარგველაშვილი და 90კგ ბექა ღვინიაშვილი და 1 ბრინჯაოს მედლით (66კგ ლაშა ნადირაძე) დაასრულა.