საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მას სურს უკრაინამ ომში გაიმარჯვოს, თუმცა არ სურს "გასრესილი რუსეთი" ნახოს.
ასეთ ადამიანებს რუსეთის გასრესა სურთ.
რუსეთის განადგურება არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არასდროს იქნება“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალ Le Journal du Dimanche-თან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, ფრანგულ მედიის ფურცლებიდან მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის.
აღნიშნული კომენტარი მაკრონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ და დაჰპირდნენ კიევს იარაღის მიწოდების დაჩქარებას და მოსკოვისთვის კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.