ავტორი:

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

გთავაზობთ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის რეკომენდაციას:

- მიწისძვრის დროს ყველაზე კარგია შენობის დატოვება. თუ ადამიანს გაუმართლა და გარეთაა, უპირველესად უნდა მოსცილდეს ყველაფერ მაღალს, შენობას, ბოძებს და სხვა, ისეთ ადგილას გავიდეს, შენობა თუ დაინგრა, რამე არ დაეცეს. თუ გარეთ გასვლას ვერ ასწრებს, შენობაში მზიდი კედლების სიახლოვეს უნდა დადგეს. ბიძგების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლიფტში ჩაჯდომა, ასეთ დროს კიბეც საშიშია. მაღალსართულიანი შენობიდან შეუძლებელია ადამიანმა გამოასწროს. ალბათ, გინახავთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეცემა შეკიდული ჭერი და ასეთ დროს, თუ ადამიანი მოიფიქრებს, ძლიერი მაგიდის ქვეშ უნდა შეაფაროს თავი. ვთქვათ, გაუმართლა, ბინა არ დაინგრა და როგორც კი პირველი ბიძგები გაჩერდება, სასწრაფოდ უნდა დატოვოს შენობა, რადგან ავთერშოკები ყოველთვის მეორდება... ამასთან, სასურველია, ყველას ჰქონდეს სახლში "საგანგაშო ჩემოდანი", რომელსაც გასასვლელში დადებს, ექსტრემალურ სიტუაციაში ხელს დასტაცებს და გარეთ გამოვარდება. მასში უნდა ეწყოს პირველადი მოხმარების საგნები. "საგანგაშო ჩემოდანი"“- ეს ტერმინი არ ნიშნავს, რომ მართლაც ჩემოდანი უნდა ატაროთ, ამისთვის გამოდგება ჩვეულებრივი ზურგჩანთაც. გააგრძლეთ კითხვა

იხილეთ ასევე: