ავტორი:

"ევროპა სწორედ ამ წუთებში გადადის ომში..." - ვიქტორ ორბანი

"ევროპა სწორედ ამ წუთებში გადადის ომში..." - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა "ირიბად რუსეთთან ომშია".

ორბანმა აღნიშნული განცხადება რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ გაკეთებული დაპირების ფონზე გააკეთა, რომ ისინი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო ტანკებს გაგზავნიან.

"ევროპა სწორედ ამ წუთებში გადადის ომში, ის აკეთებს საშიში ბალანსირების მოქმედებას. ფაქტობრივად, ისინი ირიბად რუსეთთან უკვე ომში არიან“, - განუცხადა ორბანმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით გამოსვლისას.

"ეს დაიწყო ჩაფხუტებით... ახლა ჩვენ ტანკებს ვაგზავნით, დღის წესრიგშია საბრძოლო თვითმფრინავები და მალე გავიგებთ ე.წ მშვიდობისმყოფელებზეც“, - აღნშნა ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერის თქმით, ერთი წლის წინ დასავლეთმა სხვაგვარად გადაწყვიტა მოქმედება - როდესაც რუსეთმა თავდასხმა დაიწყო, დასავლეთმა კონფლიქტის იზოლირება კი არ მოახდინა, არამედ ის სრულევროპულ დონეზე აწია.