ავტორი:

ენტონი ბლინკენი თურქეთშია - მოახერხებს ის შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების განაცხადის რატიფიცირებაზე ერდოღანის დათანხმებას?

ენტონი ბლინკენი თურქეთშია - მოახერხებს ის შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების განაცხადის რატიფიცირებაზე ერდოღანის დათანხმებას?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.

მედიის ცნობით, ის განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს შემდგომი დახმარება გაუწიოს ანკარას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში.

როგორც მედია წერს, დღის წესრიგში ასევე იქნება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, რომელთა რატიფიცირებაზე თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.

ორშაბათს, ანკარაში ბლინკენი შემდგომ ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. ის ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.