ავტორი:

ბათუმი-სარფის ცენტრალურ გზაზე კლდე ჩამოიშალა - რა ვითარებაა ადგილზე

ბათუმი-სარფის ცენტრალურ გზაზე კლდე ჩამოიშალა - რა ვითარებაა ადგილზე

ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც ხელვაჩაურის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

“ქვის ლოდები ჩამოიშალა ცენტრალურ გზაზე, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ხელვაჩაურის მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. სწრაფად მოხდება ტერიტორიის გაწმენდა. მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია”, - განაცხადეს ხელვაჩაურის მერიაში.