ავტორი:

რა სურს ბჟანიას მოსკოვისგან - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფისი განცხადებას ავრცელებს

რა სურს ბჟანიას მოსკოვისგან - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფისი განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსს არ განიხილავს.

კერძოდ, მათი განცხადებით, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისა და ინტერნეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის პუბლიკაციებში დაიწყო "რეალობასთან შეუსაბამო ცნობების გავრცელება“ იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის დროს "აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხს“ განიხილავს.

"აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების შერყევაში“, - აცხადებენ ე.წ. პრეზდენტის ოფისში.

ასლან ბჟანია 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია, "სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავს.