ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან, ომიდან ერთი წლის თავზე ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს" - გიორგი ვაშაძე

"ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან, ომიდან ერთი წლის თავზე ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, "ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დამოკიდებულება, რომელსაც "ქართული ოცნება“ იჩენს, შეურაცხმყოფელია.

"მოლდოვაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფები და ეს წუთია, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე, "ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

ამის შესახებ მათ ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს. სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, თბილისში, რუსთაველზე ყველა უნდა შევიკრიბოთ, რათა ამ მართლაც უღირს ადამიანებს, ჩვენი, ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ. დამოკიდებულება, რომელსაც "ქართული ოცნება“ იჩენს, მართლა შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.