ავტორი:

სოლოვიოვის შვილის სკანდალი გრძელდება: რას ამბობს პუტინის პროპაგანდისტი ინფორმაციაზე, რომ მისი ვაჟი გათხოვდა - "ახლა მას დევნიან, როგორც ჩემს მეორე შვილს"

სოლოვიოვის შვილის სკანდალი გრძელდება: რას ამბობს პუტინის პროპაგანდისტი ინფორმაციაზე, რომ მისი ვაჟი გათხოვდა - "ახლა მას დევნიან, როგორც ჩემს მეორე შვილს"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის უმცროსი შვილის ფოტოები გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმად, ბიჭი ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში, იგივე „დამპალ დასავლეთში“, როგორც მისი მამა მოიხსენებს.

21 წლის ბიჭი გამოქვეყნებულ ფოტოებზე ქალის სამოსში, მანიკურით და მაკიაჟით პოზირებს.

ამასობაში მამამისი აქტიურად ეწინააღმდეგება ლგბტ თემს და წვევამდელების ფრონტზე გაგზავნის მომხრეა. ასევე, ერთ-ერთი გადაცემაში სოლოვიოვმა მოწოდება გააკეთა, რომ ევროპის დედაქალაქები დაიბომბოს.

"ბერლინი, პარიზი, ლონდონი და ბრიუსელი მზად არიან დაიწვან ჩვენი სარაკეტო დარტყმებისგან? და თუ საჭიროა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისგან?” - ამბობს სალავიოვი გამოსვლაში.

აღსანიშნავია, რომ სალავიოვის ორი ვაჟი სამხედრო ასაკისაა, მაგრამ არცერთი არ მსახურობს. უფროსი შვილი, რომელიც ახლა 34 წლისაა, პროფესიით რეჟისორია, სწავლობდა ლონდონში და ახლა რუსეთის ფედერაციაში რეკლამებს იღებს.

სალოვიოვს დანილი მესამე ქორწინებიდან, მოდელ ელგა სეპთან შეეძინა, ქალი მწერლის, ვიქტორ კოკლიუშკინის ქალიშვილია.

პუტინის პროპაგანდისტის ვაჟის "გათხოვებაზე" გავრცელებული ინფორმაცია "ფეიქი" აღმოჩნდა. ცნობილი ხდება, რომ ფოტოები, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა, გადაღებულია Vladislav Lisovets Office სილამაზის სალონის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. მედია წერს, რომ დანილი რეგულარულად სტუმრობს ლონდონის გეი ღამის კლუბებს.

თავად ვლადიმერ სოლოვიოვი ისტერიკაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მედიაში შვილის ფოტო გამოქვეყნდა. პროპაგანდისტმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ დანილ სალავიოვი მოსკოვში სწავლობდა და რომ ის იყო "ღრმად ღვთისმოსავი თანამემამულე".

პროპაგანდისტის თქმით, მისი შვილი გარკვეული პერიოდი მართლა სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობს. ამასთან, არ უთქვამს, რომელ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო დანილმა განათლება. გარდა ამისა, მან კატეგორიულად უარყო მისი შვილის სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობა.

"ჩემი შვილი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭია, მოდელის გარეგნობით... მეორე ვაჟი კი ასევე ნიჭიერი მუსიკოსია და იღებს ფილმებს, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიებზე. ის ღრმად ღვთისმოსავი ბიჭია და ახლა მას დევნიან, როგორც ჩემს მეორე შვილს“, - ამბობს პროპაგანდისტი.

"ჩემი უფროსი ვაჟი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც ასევე სწავლობდა ლონდონში და ბრწყინვალედ დაამთავრა სარეჟისორო სკოლა, რუსეთში დაბრუნდა და მრავალი წელია იღებს ფილმებს. და თქვენ რა გინდათ ამით მითხრათ, პატარა არსებებო? ახლა ცდილობთ დამიწეროთ: სალავიოვ, როგორ ხარ? თქვენ, ნაძირლებმა გააცნობიერეთ, ვინ ხართ სინამდვილეში! თორემ... მკვლელები გამოგზავნეთ, ჩემს შვილებსაც დაემუქრეთ..." - ამბობს პროპაგანდისტი.

ვლადიმერ რუდოლფოვიჩი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი 22 წლის ასაკში მოიყვანა. ქალი მეტროში გაიცნო. ოლგასგან სოლოვიოვს ორი შვილი ჰყავს - პოლინა და ალექსანდრე. მეორე ცოლი იულია უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ გაიცნო. აშშ-ში ცხოვრებისას შეეძინათ ქალიშვილი კატია, რომელმაც მოგვიანებით დაამთავრა შჩუკინის თეატრალური სკოლა.

მესამე მეუღლე ელგა სეპი გახდა, ცნობილი მწერლის ვიქტორ კოკლიუშკინის ქალიშვილი. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა - ვაჟები დანილი, ვლადიმერი, ივანე და ქალიშვილები სოფია-ბეტინა და ემა-ესთერი.