ავტორი:

ავარია მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეცავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

ავარია მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეცავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სპეცავტომობილი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ამობრუნდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორში, კლინიკაში გადაიყვანეს.

AMBEBI.GE-ს წყაროს ცნობით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალური ფილიალის ქუთაისის სერვის ცენტრს ეკუთვნის. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.