ავტორი:

ბაიდენის პირველი კომენტარი კიევიდან - "ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას"

ბაიდენის პირველი კომენტარი კიევიდან - "ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას"

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს ქვეყნისთვის დამატებითი, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა.

ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი „ჯაველინები“ და ჰაუბიცები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობის მედეგობაზე.

„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, ის ეწვია კიევს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გამოაცხადოს ახალი სამხედრო დახმარება და ახალი სანქციები.

"როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი ვერ გაუძლებდა რუსეთის შეჭრას.

"როდესაც პუტინმა დაიწყო შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი - გაყოფილი. მას ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაუძლებდა, მაგრამ ის ძალიან შეცდა", - განაცხადა ბაიდენმა.

ნახეთ ასევე: