"უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული" - რა თქვა "ნაცმოძრაობის" აქციაზე მისულმა ნიკა მელიამ?

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული" - რა თქვა "ნაცმოძრაობის" აქციაზე მისულმა ნიკა მელიამ?

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად, ერთსულოვნებით, ყველამ ერთად გადავიაროთ ბეწვის ხიდზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა ენმ-ს ახალი თავმჯდომარის აქტივობით, მელია პასუხობს, რომ "ამ თემაზე არ საუბრობს“ და აღნიშნავს, რომ მისთვის ახლა მნიშვნელოვანია, ჩატეხილი ხიდების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა მოხდეს, რაც მისივე შეფასებით, არ არის მარტივი პროცესი.

"აქ პერსონებზე არ არის საუბარი. მე ვფიქრობ, საზოგადოებაში მაღალი ხარისხის დაქსაქსულობაა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში. ის, რომ მსგავსი ტიპის აქციებზე შესაძლებელია, ცალკეული აღებული სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოვიდეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები იყვნენ ერთსულოვნები ამა თუ იმ აქციასთან მიმართებაში,“ - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური არენა გამოსაყენებელია.

მისივე თქმით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა კომფორტს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას უქმნის.

"როდესაც ვსაუბრობ გამოყენებაზე - პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო აქტიური და ბუნებრივია, უნდა შეუქმნა დისკომფორტი ხელისუფლებას, რაც ნამდვილად არ გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის აქციებს, მაგრამ თუ არ გინდა პარლამენტში ყოფნა, მაშინ ალბათ, ასეთ დროს პარლამენტიდან გამოდიხარ. ყოფნა ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ბოიკოტის რეჟიმი თუკი ვინმეს ხელს უწყობს და კომფორტს უქმნის, ეს არის ხელისუფლება,“ - აღნიშნა მელიამ.

იხილეთ ასევე: