ავტორი:

"არ ველოდი აქციაზე ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათი და სამუშაო საათებია - ძალიან მადლობელი ვარ" - გიული ალასანია

"არ ველოდი აქციაზე ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათი და სამუშაო საათებია - ძალიან მადლობელი ვარ" - გიული ალასანია

ვფიქრობდი, რომ აქციაზე მოსვლას ვერავინ მოახერხებდა, ასე რომ, ძალიან მადლობელი ვარ. თითოეული ადამიანის ფასი ჩემთვის ძალიან მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მე არ ველოდი ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათია და სამუშაო საათებია. ამ აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საზოგადოება ისტორიას ქმნის. საზოგადოების აქტიურობა, სურვილი, პოზიცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ეპოქაში ასე იყო და ახლაც ასეა“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, ექნება თუ არა საპროტესტო აქციებს შედეგი, ალასანია ასე პასუხობს:

„არ ვიცი, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ მიიღება ამ ქვეყანაში გადაწყვეტილება“.

იხილეთ ასევე: