ავტორი:

"სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი…" - გია ხუხაშვილი

"სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი…" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას საყოველთაო სირცხვილად არ უღირს. ის მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში ის არ დაავიწყდეთ.

"სააკაშვილს მხოლოდ მარია ზახაროვას ამ ბოლო განცხადების გამო გავუშვებდი… არ უღირს ამ ქვეყანას ერთი კაცის პატიმრობა საყოველთაო სირცხვილად…" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტზე და რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.

ზახაროვა ამბობს, რომ „სააკაშვილი იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში ის არ დაავიწყდეთ“.

"როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან გადასაყვანად, და - პიკანტური დეტალი! - გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ - უცხოური დაფინანსების შესახებ დროულად არ აცხადებენ.

სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.