ავტორი:

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ეხება მოგზაურობას ისეთ რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან უკრაინის საზღვართან: როსტოვს, კრასნოდარს, კურსკს, სარატოვს, ვორონეჟსა და ვოლგოგრადს.

გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

"ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულოს საშუალებით დაცვას,“ - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.