ავტორი:

"ზახაროვას განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი რუსი ღარიბაშვილის, ირაკლი რუსი კობახიძის, კახი რუსი კალაძის განცხადებებს" - ლევან ხაბეიშვილი

"ზახაროვას განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი რუსი ღარიბაშვილის, ირაკლი რუსი კობახიძის, კახი რუსი კალაძის განცხადებებს" - ლევან ხაბეიშვილი

"ზახაროვას გუშინდელი განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი რუსი ღარიბაშვილის, ირაკლი რუსი კობახიძის, კახი რუსი კალაძის - ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ვენდეტა მიმდინარეობს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს სააპელაციო სასამართლოსგან, თუ სააკაშვილის ადვოკატები მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, ხაბეიშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ოლიგარქს აქვს ოკუპირებული და ამიტომ, დიდი იმედი არ აქვს.

"მოვისმინეთ ზახაროვას განცხადება, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი რუსი ღარიბაშვილის, ირაკლი რუსი კობახიძის, კახი რუსი კალაძის, ხელისუფლების განცხადებებს. ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ვენდეტა მიმდინარეობს, ამას პუტინის წარმომადგენლები მოსკოვში არ მალავენ და ეს ზახაროვას პირით გვითხრეს. კრემლის დავალებას ასრულებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ე.წ. სასამართლოს დიდ იმედებს არ ვუკავშირებ - ოლიგარქს აბსოლუტურად ოკუპირებული აქვს როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე სასამართლო სისტემა. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ექსპერტების შეფასების საგანია. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკულია. ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამას არ იზიარებს და ითვალისწინებს პუტინის კარის ხელისუფლება საქართველოში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

  • გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა კითხვას, ხომ არ გადაიხედება "ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის შესახებ, რასაც ხაბეიშვილი გამორიცხავს.

"ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა და რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.

"სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.