ავტორი:

თბილისის მერიასთან ენმ-ის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ - როგორია ვითარება ადგილზე

თბილისის მერიასთან ენმ-ის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ - როგორია ვითარება ადგილზე

თბილისის მერიის შენობასთან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნით, საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ უკრაინის დროშა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი, წარწერით "თავისუფლება მიშას“, ასევე პლაკატები, რომელზეც აწერია "კახა რუსი, მკვლელი და მოღალატე“.

ისინი პროტესტს სტვენითა და ხმაურიანი შეძახილებით გამოხატავენ. აქციაზე გაჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნიც.

მერიასთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.