ავტორი:

"ზახაროვას, ამ ლოთბაზარა ქალს ჯანდაბამდე გზა ჰქონია... "ოცნება" და რუსეთის ხელისუფლება რომ ეკურკურებიან ერთმანეთს, ამას კი ვხედავთ..." - ალეკო ელისაშვილი

"ზახაროვას, ამ ლოთბაზარა ქალს ჯანდაბამდე გზა ჰქონია... "ოცნება" და რუსეთის ხელისუფლება რომ ეკურკურებიან ერთმანეთს, ამას კი ვხედავთ..." - ალეკო ელისაშვილი

"სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის. თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის მარია ზახაროვას ეს განცახდება, რომელიც მან კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტზე საუბრისას გააკეთა, განხილვის თემა იყო "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში", რომლის სტუმარმა პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:

"ზახაროვას, ამ ლოთბაზარა ქალს ჯანდაბამდე გზა ჰქონია. სააკაშვილი პუტინს ხომ არ ჩამოუტყუებია... პატარა ბავშვი არ არის და უნდა აღიაროს, რომ მას მოუვიდა დიდი პოლიტიკური შეცდომა, არ უნდა ჩამოსულიყო... უნდა თქვას, რომ შეეშალა. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ზახაროვას, ლავროვს და პუტინს სიამოვნებით ვნახავდი, ასე გამწკრივებულებს ჰააგის ტრიბუნალზე... პოპკორნი არ მიყვარს, მაგრამ წავიღებდი და დავუჯდებოდი ჰააგაში, პუტინისთვის ხელის შემორტყმის საშუალებასაც თუ მომცემდნენ, ფულს გადავიხდიდი მაგაში... "ქართული ოცნება" და რუსეთის ხელისუფლება რომ ეკურკურებიან ერთმანეთს, ამას კი ვხედავთ..."