ავტორი:

ჯუდ ლოუ მე -7 შვილის მამა გახდა

ჯუდ ლოუ მე -7  შვილის მამა გახდა

ინგლისელი მსახიობი, ჯუდ ლოუ მეშვიდედ გახდა მამა. გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 50 წლის ვარსკვლავი, ახალშობილს და მეორე მცირეწლოვან შვილს, მეუღლე ფილიპა კოანთან ერთად ასეირნებდა. ჯუდი, რომელიც ბავშვის ეტლით დააფიქსირეს პაპარაცებმა, გადაღლილი ჩანს. მსახიობს თავისი მეშვიდე შვილის შეძენის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ჯუდმა და ფილიპამ ერთმანეთზე 2019 წელს იქორწინეს და პირველი შვილი 2020 წელს შეეძინათ.

ინგლისელ ვარსკვლავს 7 შვილი 4 ქალისგან ჰყავს. ჯუდს პირველი ვაჟი, რაფერტი, მსახიობ სეიდი ფროსტისგან ჰყავს, რომელიც 1997 წელს დაიბადა. მათ მოგვიანებით ქალიშვილი ირისი (22 წლის) და მეორე ვაჟი, რუდი (20 წლის) შეეძინათ. ჯუდი და სეიდი 2003 წელს განქორწინდნენ.

2008 წელს, ჯუდ ლოუს მოკლეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მოდელ სამანტა ბურკესთან, რაც იმით დასრულდა, რომ მსახიობს მეოთხე შვილი, სოფია შეეძინა, რომელიც ახლა 13 წლისაა.

ჯუდის მომდევნო ურთიერთობიდან, რომელიც მომღერალ კეტრინ ჰარდინგთან ჰქონდა, მეხუთე შვილი - ადა დარჩა. გოგონა ახლა 7 წლისაა.

ჯუდ ლოუმ ფსიქოლოგ ფილიპა კოანზე 2019 წელს იქორწინა.

ჯუდ ლოუს უფროსი ვაჟი, რაფერტი

ჯუდი ბოლო წლებია წარმატებულ სატელევიზიო შოუ "შერლოკ ჰოლმსში“ თამაშობს, ის ასევე მიიწვიეს "პიტერ პენის“ ახალი ვერსიის გადაღებებზეც, სადაც ის კაპიტანი კაუჭას როლს ასრულებს. ფილმი მსოფლიო ეკრანებზე წელს გამოდის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ირის ლოუ

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა