ავტორი:

"დასავლეთი გამოიყენებს ნებისმიერს - ტერორისტებს, ნაცისტებს, თვით ეშმაკსაც კი - რუსეთთან საბრძოლველად" - პუტინი ამ წუთებში განცხადებას აკეთებს

"დასავლეთი გამოიყენებს ნებისმიერს - ტერორისტებს, ნაცისტებს, თვით ეშმაკსაც კი - რუსეთთან საბრძოლველად" - პუტინი ამ წუთებში განცხადებას აკეთებს

ამ წუთებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განცხადებას აკეთებს. მან სიტყვით გამოსვლის დასაწყისში აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია."

"მე ვისაუბრებ ჩვენი ქვეყნისთვის რთულ დროს, ჩვენს სამყაროში ცვლილებების დროს. ისტორიული მოვლენები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, თოთოეულ ჩვენგანს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან დაადანაშაულა დასავლეთი და ნატო იმაში, რომ საჯაროდ საუბრობდნენ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდებაზე რუსეთის შეჭრის წინ. მან დასავლეთი დაადანაშაულა ხალხთან და უკრაინასთან "ბინძურ თამაშში“.

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინისგან ნაცისტური საფრთხის და მუდმივი მუქარის წინაშე იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი ღია იყო დასავლეთთან დიალოგისთვის, რათა შექმნილიყო უსაფრთხოების თანაბარი სისტემა, მაგრამ "საპასუხოდ ვიღებდით არაკეთილსინდისიერ პასუხებს“ და კონკრეტულ ქმედებებს ნატოს გაფართოებისა და ევროპაში ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების თაობაზე" - თქვა მან.

მისი თქმით, "მთელი პლანეტა სავსეა" ამერიკული ბაზებით.

"დასავლეთი გამოიყენებს ნებისმიერს - ტერორისტებს, ნაცისტებს, თვით ეშმაკსაც კი - რუსეთთან საბრძოლველად" - ამბობს პუტინი.