ავტორი:

ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ღონისძიება  - ტრენერთა დღე 2023 გაიმართება

ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ღონისძიება  - ტრენერთა დღე 2023 გაიმართება

1-ელ მარტს, ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ღონისძიება შედგება ამჟამად - ტრენერთა დღე 2023. ღონისძიების მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა და ისტორიულად პირველად საქართველოში ტრენინგ ინდუსტრიის ეთიკის დოკუმენტის მიღება წარმოადგენს.

ასევე, პირველად მოხდება ტრენერების სიმბოლური დაჯილდოება ტრენინგ ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ტრენერთა დღე 2023 ტრენინგ ინდუსტრიაში სრულიად განსხვავებული ფორმატის ღონისძიება იქნება - გამორჩეული მონაწილეთა მაღალი ჩართულობით, ნოვატორული პროგრამითა და ეთიკის დოკუმენტის მიღებით, რომელიც მნიშვნელოვან წვილს შეიტანს სფეროს განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. სპიკერების მოსმენის ნაცვლად, თავად იყვნენ პროცესის წამყვანი შემქმნელები და თანამონაწილეები ტრენინგ ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი სიახლის მიღებაში.

“I Just don’t Listen, I Participate!” – “მე არ ვუსმენ, მე ვმონაწილეობ“- ტრენერთა ასოციაცია ახალი ღონისძიების ფორმატით და სიახლეებით წარდგება.

ღონისძიება ჩატარდება „ბილტმორში“. მასში მონაწილეობას 250+ზე მეტი მონაწილე, ტრენინგ სფეროს წარმომადგენელი მიიღებს.

ღონისძიების მოდერატორები თორნიკე გურული და თამარ კანაშვილი იქნებიან.

ღონისძიების პარტნიორია „პალიტრის პრაქტიკული აკადემია“.