ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრისას ლუკაშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
ლუკაშენკოს თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდება.
"ეს ძალიან არასაკადრისად გამოიყურება, რადგან რაც არ უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს, ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ, ურიგოა.
რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კარგი ურთიერთობა გვაქვს თბილისთან. რატომ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება ასე მწვავედ ჩვენ შეხვედრებზე? იმედი მაქვს, რომ თქვენ მე დამეხმარებით ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნაში", - თქვა ლუკაშენკომ (წყარო)
ნახეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეო:
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="pul_1/8267" data-width="100%"></script>
ნახეთ ასევე: ასლან ბჟანია ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა