ავტორი:

რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაცია ცაგერის მუნიციპალიტეტში - მეწყერში მოყოლილი მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაცია ცაგერის მუნიციპალიტეტში - მეწყერში მოყოლილი მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ცაგერის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

მხარის გუბერნატორის თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერჯერობით, უცნობია, როგორია მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ამ დროისთვის ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზაა ჩაკეტილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.