ავტორი:

იტალიაში გვალვაა - გონდოლების, წყლის ტაქსების და სასწრაფო დახმარებისთვის ვენეციის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელია

იტალიაში გვალვაა - გონდოლების, წყლის ტაქსების და სასწრაფო დახმარებისთვის ვენეციის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელია

იტალიაში გვალვაა - გონდოლების, წყლის ტაქსების და სასწრაფო დახმარებისთვის ვენეციის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელია, პოში კი წყლის ოდენობა 61%-ით შემცირდა.

მშრალი ამინდები იტალიელებს, განსაკუთრებით კი ვენეციელებს, პრობლემებს უქმნის. გვალვა იტალიაში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და შარშანდელი საგანგაშო მდგომარეობის შემდეგ, ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. წყლის დონის კლება, მეცნიერებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მიხედვით, ალპებში წელს ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები თოვლის მოსვლითაა გამოწვეული.

გვალვამ განსაკუთრებით ვენეცია აზარალა, სადაც ჩვეულებრივ, წყალდიდობაა ხოლმე მოსახლეობის შფოთვის მიზეზი. ამჯერად წყლის დონე ისეა შემცირებული, რომ გონდოლების, წყლის ტაქსების და სასწრაფო დახმარებისთვის ქალაქის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/DlR_KFXDg-Q" title="Venice canals almost dry amid low tides and lack of rain" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

იტალიის მდინარეები და ტბები წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან. იტალიის ყველაზე გრძელ მდინარე პოს, რომლის სათავეც ალპებშია, წყლის ოდენობა ახლა თითქმის 61%-ით არის შემცირებული, ვიდრე წინა წლებში ამავე დროს იყო. ექსპრტების თქმით, გვალვა რამდენიმე ფაქტორის კომბინაციითაა გამოწვეული: ნალექის სიმცირე, მაღალი წნევის სისტემა, სავსემთვარეობა და ზღვის დინებები.

2022 წლის ივლისში, იტალიამ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვა განიცადა. მთავრობამ მდინარე პოს შემოგარენში საგანგაშო სიტუაცია გამოაცხადა, ამ ტერიტორიებზე ქვეყნის სოფლის მეურნეობის ნაწარმის მესამედი იწარმოება.

"წყლის დეფიციტს განვიცდით. ეს პრობლემა 2020-2021 წლის ზამთარში წარმოიქმნა და მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ჩვენ 50-დღიანი წვიმა თუ გადაგვარჩენს“, - აცხადებს მასიმილიანო პასკი, იტალიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლიმატის ექსპერტი.

რეკორდულად დაბალია წყლის დონე ტბა გარდაზეც, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს. ამის გამო, სან ბიაჯოს პატარა კუნძულზე ტბის გავლით, ფეხით მისვლაც კი შესაძლებელი გახდა.

იტალიელების გასახარად, ამინდის ბოლო პროგნოზების მიხედვით, ალპებში, მომდევნო დღეებში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა