ავტორი:

"მოდიან ადგილობრივები და გვეკითხებიან, რატომ არ ვამთავრებთ სამუშაოებს... გვიანია, არ მიდიხართო? იმედის თვალით გვიყურებენ" - რას ჰყვებიან თურქეთში მყოფი ქართველი მაშველები?

"მოდიან ადგილობრივები და გვეკითხებიან, რატომ არ ვამთავრებთ სამუშაოებს... გვიანია, არ მიდიხართო? იმედის თვალით გვიყურებენ" - რას ჰყვებიან თურქეთში მყოფი ქართველი მაშველები?

თურქეთში ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრის გამო, მაშველები გაგზავნა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ქართველი მაშველებიც, რომლებიც დაუღალავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან.

ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველებს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ამოჰყავთ. ამბობენ, რომ რამდენიმე საათის წინ მომხდარმა მიწისძვრამ თითქოს ყველაფერი თავდაყირად დააყენა.

"ძლიერი ბიძგები იყო, რამაც დამატებით ზიანი მიაყენა სტიქიის ზონას. თურქეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ვართ. აქ ადამიანური ტრაგედია და უდიდესი ტკივილია. განსაცდელში მყოფ მოქალაქეებს დიდი მონდომებით ვეხმარებით, ეს ჩვენი მოვალეობა და პროფესიაა, გვერდით დავუდგეთ განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა თუ რასისა.

აქ ადამიანი ადამიანისთვის არის. გვიან ღამემდე ვმუშაობთ, მოდიან ადგილობრივები და გვეკითხებიან, რატომ არ ვამთავრებთ სამუშაოებს, გვიანია, არ მიდიხართ?!… დილით მალე მოხვალთ? იმედის თვალით შემოგცქერიან, რაც ჩვენ მოტივაციას გვაძლევს, რომ არ დავიძინოთ არ დავისვენოთ და ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ” - გვითხრეს მაშველებმა..

ცნობისთვის, თურქეთში ჰატაის პროვინციაში სამძებრო სამუშაოებში მონაწილოების მისაღებად მაშველთა გუნდი აჭარის რეგიონიდანაც ჩავიდა.