ავტორი:

"მარტივი გამარჯვების ნაცვლად, რომელსაც წინასწარმეტყველებდა, პუტინი დამწვარი ტანკებითა და დაბნეული ჯარებით დარჩა" - ბაიდენი

"მარტივი გამარჯვების ნაცვლად, რომელსაც წინასწარმეტყველებდა, პუტინი დამწვარი ტანკებითა და დაბნეული ჯარებით დარჩა" - ბაიდენი

მარტივი გამარჯვების ნაცვლად, პუტინი დამწვარი ტანკებითა და დაბნეული ჯარით დარჩა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცია. ამერიკა, ევროპა, ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერების კოალიცია ძალიან ერთიანი ვიყავით. დემოკრატია ძალიან ძლიერი იყო. მარტივი გამარჯვების ნაცვლად, რომელსაც იგი განიხილავდა და წინასწარმეტყველებდა, პუტინი დამწვარი ტანკებითა და რუსეთის დაბნეული ჯარებით დარჩა”, - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, პუტინის ომმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი დააჩქარა.

“მას ეგონა რომ ნატო გატყდებოდა და დაიშლებოდა. ამის მაგივრად, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. მას ეგონა, რომ ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას, ევროპის სიმტკიცის გატეხვას შეძლებდა და ამის მაგივრად ევროპის რუსეთის საწვავზე დამოკიდებულების დასრულებაზე ვმუშაობთ”, - თქვა ბაიდენმა.