ავტორი:

"ამ ბიჭის აღმოჩენა ჰგავს 6-კილოგრამიანი ტრიუფელის პოვნას. ის დაუჯერებელი ფეხბურთელია" - რა თქვა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ "ნაპოლსა" და კვარაცხელიაზე "აინტრახტთან" მატჩის წინ?

"ამ ბიჭის აღმოჩენა ჰგავს 6-კილოგრამიანი ტრიუფელის პოვნას. ის დაუჯერებელი ფეხბურთელია" - რა თქვა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ "ნაპოლსა" და კვარაცხელიაზე "აინტრახტთან" მატჩის წინ?

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლაზე დაუპირისპირდება.

მატჩის წინ არაერთი კომენტარი გაკეთდა მოსალოდნელი მატჩის თაობაზე.

მათ შორის "ნაპოლსა" და მის ქართველ ლიდერზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო კოსტაკურტამ.

"ნურავის ეწყინება, მაგრამ დღეს "ნაპოლი" საკუთარი მიდგომითა და ურთიერთობით ყოველი თამაშისადმი ევროპის საუკეთესო გუნდია. რა თქმა უნდა, არიან სხვა ძლიერი გუნდები და ასევე ვიცი, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა და შეჯიბრი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს "ნაპოლი" უფრო ძლიერია, ვიდრე "მანჩესტერ სიტი" ან რომელიმე სხვა გუნდი... "ნაპოლის" თამაში აჩვენებს, რომ ამ გუნდს გაცილებით მეტზე შეუძლია ოცნება..."

მან “ნაპოლის” მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზეც ისაუბრა:

"ამ ბიჭის აღმოჩენა ჰგავს 6-კილოგრამიანი ტრიუფელის პოვნას. ის დაუჯერებლად კარგი ფეხბურთელია და არ ვიცი საერთოდ საიდან მოვიდა". მან ასევე თქვა, რომ ისურვებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ენახა "ნაპოლისა" და ფრანგული პსჟ-ს დაპირისპირება, თუმცა იქვე დასძინა, - ბედნიერი ვიქნები თუ ფინალი იტალიური იქნებაო.

შეგახსენებთ, დღეს 23:55 წუთზე დაიწყება მატჩი "აინტრახტსა" და "ნაპოლს" შორის, რომელშიც, ვიმედოვნებთ, რომ "კვარა" ტრადიციულად იბრწყინებს.

წყარო