ავტორი:

რუსეთმა, ჯო ბაიდენის უკრაინაში ყოფნის დროს, ბალისტიკური რაკეტა "სატანა II" გამოსცადა - რას წერს CNN?

რუსეთმა, ჯო ბაიდენის უკრაინაში ყოფნის დროს, ბალისტიკური რაკეტა "სატანა II" გამოსცადა - რას წერს CNN?

რუსეთმა, იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, რაკეტის გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

ამასთან, ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტის გაშვების შესახებ რუსეთმა წინასწარ შეატყობინა შეერთებულ შტატებს დეკონფლიქტური ხაზებით. მეორე ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ტესტი არ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და რომ აშშ არ განიხილავს ტესტს ანომალიად ან ესკალაციად.

CNN-ის წყაროების განცხადებით, SARMAT-ის რაკეტის გამოცდა, რომელსაც დასავლეთში სატანა II-ს უწოდებენ, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა.