ავტორი:

"სააკაშვილი ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის - ტენდენცია არის დამძიმებისკენ" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმი

"სააკაშვილი ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის - ტენდენცია არის დამძიმებისკენ" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმი

"ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება - ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა "ვივამედში“ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ დავარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც კლინიკაში შემოსვლისას.

"პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის - ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა ძალიან დაქვეითებული რჩება. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან. ძირითადად საწოლშია პაციენტი, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება.

ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, მაგრამ ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება და გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყოს ჩვენთან, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. პაციენტის მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს ანთებითი მარკერების, სისხლის საერთო ანალიზის და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების ანალიზს ვაკეთებთ. უმნიშვნელო ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორექტირებას.

ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები და რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება და არ ითვალისწინებს. ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან და სწორედ ამიტომ მოთავსდა პაციენტი თერაპიულ პალატაში, რომ ეს მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში და მიუხედავად წონის კლების და არასრულფასოვანი კვებისა, რჩება ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.