ავტორი:

"არ არის საინტერესო ეს კაცი, საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არაა" - ირაკლი კობახიძე გახარიაზე

"არ არის საინტერესო ეს კაცი, საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არაა" - ირაკლი კობახიძე გახარიაზე

"არ არის საინტერესო ეს კაცი, საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არაა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადების შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, გახარიას 1%-იც აღარ აქვს უკვე რეიტინგი.

„არ არის საინტერესო ეს კაცი, საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არაა. პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა ეს კაცი. საქმის აღძვრა არის სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნქცია. პოლიტიკურად ეს კაცი არის აბსოლუტურად უინტერესო, 1%-იც არ აქვს რეიტინგი. რაც შეეხება წარსულს, არჩევნებში როცა მონაწილეობდა, გახარია გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. გახარია იყო მოაზრებული როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაელახა ე.წ. 43%-იანი ბარიერი. მაშინ აქტუალური იყო და ის ფაქტი, რომ კოკაინს მოიხმარდა, ძალიან კარგად გამოვიყენეთ. მათ შორის იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ეს ფაქტორი და დღეს აღარაა ფაქტორი. ამ კაცზე საუბარი არ ღირს. გახარიას და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ ერთი პატრონი. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც მან გააკეთა 20 ივნისს და რასაც აკეთებდა 2021 წელს, წელს დაკარგა აქტუალობა“, - განაცხადა კობახიძემ.