ავტორი:

მონიკა ბელუჩის ახალი რომანი - მსახიობი 64 წლის რეჟისორს ხვდება: წყვილის რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული მედია?

მონიკა ბელუჩის ახალი რომანი - მსახიობი 64 წლის რეჟისორს ხვდება: წყვილის რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული მედია?

ჰოლივუდი ახალი წყვილის შესახებ ალაპარაკდა. 58 წლის მსახიობი მონიკა ბელუჩი 64 წლის რეჟისორ ტიმ ბარტონს ხვდება. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, წყვილის რომანი უკვე ოთხი თვეა გრძელდება. ფოტოზე ჩანს, რომ ბარტონი და ბელუჩი ხელჩაკიდებულები დასეირნობენ პარიზის ქუჩებში.

მედიის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა Lumiere Brothers-ის კინოფესტივალის დროს დაიწყო, რომელიც ლიონში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.

მონიკა ბელუჩიმ ფრანგ მხატვარ ნიკოლას ლეფევრს ოთხი წლის წინ დაშორდა. მანამდე მსახიობს 17 წლიანი ქორწინება აკავშირებდა ვენსან კასელთან, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი 2013 წელს დაშორდნენ.

ცნობილი რეჟისორი ტიმ ბარტონი 2014 წელს დაშორდა მსახიობ ჰელენა ბონემ კარტერს, რომელზეც 13 წელი იყო დაქორწინებული. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

2021 წელს ბარტონის ახალი ნამუშევარი გამოვიდა ეკრანზე. ნეტფლიქსის ახალი სერიალი უენსდი ადამსის შესახებ მოგვითხრობს. სერიალში უენსდი ახლადაღმოჩენილი ზებუნებრივი ძალის გაკონტროლებას, ურჩხულის დამარცხებასა და იმ საიდუმლოების ამოხსნას ცდილობს, რომელიც მის მშობლებს 25 წლის წინ გადახდათ თავს.