ავტორი:

პრაქტიკული რჩევა, როგორ გავაქროთ მანქანიდან სიგარეტის სუნი

პრაქტიკული რჩევა, როგორ გავაქროთ მანქანიდან სიგარეტის სუნი

ავტომობილიდან არასასიამოვნო სუნის გაყვანა მარტივი გამოწვევა ნამდვილად არ არის. რაც უნდა მოვლილი მანქანა გყავდეთ, მასში მაინც შეიძლება იგრძნობოდეს არასასიამოვნო სუნი. მთავარი მიზეზი სიგარეტის კვამლია. ზოგადად, სიგარეტის კვამლის სუნი ადვილად რჩება იმ სივრცეში, სადაც ეწევიან და რთულად გადის. მანქანის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე, რადგან მისი სათანადო განიავება და სველი წესით მოწესრიგება ხშირად ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანაში უსიამოვნო სუნს მხოლოდ სიგარეტი არ ტოვებს. არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომლებიც, როგორც წესი, ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობასთან არის დაკავშირებული. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ვენტილაციის სისტემის დაბინძურება, რასაც სალონის ფილტრის შეუცვლელობა იწვევს. ასევე სალონში სუნი შეიძლება გამოიწვიოს: ხუნდების არასწორმა ცვეთამ, ძრავის ზეთის შეუცვლელობამ, საწვავის სისტემის გაუმართაობამ, საწვავი ავზის, ბენზინის ტუმბოს ან ბენზინის ფილტრის დაბინძურებამ.

პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია, მოგვარების გზა კი უცნობი. ავტომფლობელების უმეტესობა უსიამოვნო სუნთან ბრძოლისთვის სარკეზე ჩამოსაკიდ არომატიზატორს იყენებს, რომელიც არც ისე ეფექტურია და თან მალე გასდის სუნი.

უსიამოვნო სუნის გაქრობას ხელს უწყობს დატენიანება. ეს უძველესი მეთოდია. ძველად ამ მიზნით სივრცეში, სადაც ცუდი სუნი იყო, სველ პირსახოცებს კიდებდნენ ხოლმე.

მანქანის ეფექტურად დატენიანების და ამავდროულად სასიამოვნო სურნელის შექმნის საშუალებას იძლევა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მანქანაში USB კაბელით ერთდება და ჰაერს ატენიანებს. მასში თქვენი საყვარელი სურნელის ეთერზეთის მოთავსებით კი სასიამოვნო სუნსაც აყენებს.

გახსოვდეთ, ავტომობილის კარგი არომატი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრისთვის. სურნელი დიდ გავლენას ახდენს განწყობაზე, ასე რომ სწორად შერჩეულ ეთერზეთს შეუძლია დაგამშვიდოთ და შეგიმციროთ სტრესი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცობში დგომის დროს, რაც ბოლო წლებში თბილისის განუყოფელი ნაწილი გახდა.

თუ არ გსურთ, რომ ცხოვრების ისედაც დატვირთული რეჟიმის დროს ავტომობილში სიგარეტის ან სხვა ტიპის უსიამოვნო სუნმა შეგაწუხოთ და განწყობა დაგიქვეითოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ „არომაკოს“ მანქანის დამატენიანებელი მოწყობილობა და მაღალი ხარისხის ეთერზეთები. ეთერზეთს თქვენი გემოვნებისა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე შეარჩევთ და დარწმუნებული იქნებით, რომ უსიამოვნო სუნი მგზავრობის დროს აღარ შეგაწუხებთ. ის ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, სიგარეტის სუნს გაანეიტრალებს. „არომაკოს“ სურნელთან ერთად მგზავრობა გაცილებით კომფორტული, ჯანსაღი და სასიამოვნოა.

აქვე შეგახსენებთ, აუცილებელია, რომ მანქანა ყოველთვის გამართული იყოს. დროულად შეცვალეთ ზეთი და ფილტრები, რაც უსაფრთხოდ გადაადგილებასთან ერთად დაგეხმარებათ, რომ თქვენი მგზავრობა იყოს კომფორტული, უსიამოვნო სუნის გარეშე.