ავტორი:

50%-მდე ფასდაკლება ბესტსელერებსა და ახალ წიგნებზე - "პალიტრა L" 24-26 თებერვალს დაგეგმილ "წიგნის დღეებზე" მრავალფეროვანი კატალოგით წარდგება

50%-მდე ფასდაკლება ბესტსელერებსა და ახალ წიგნებზე - "პალიტრა L" 24-26 თებერვალს დაგეგმილ "წიგნის დღეებზე" მრავალფეროვანი კატალოგით წარდგება

გამომცემლობა „პალიტრა L“ 24-26 თებერვალს სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ დაგეგმილ „წიგნის დღეებში“ მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში გამომცემლობის ბესტსელერი და ახალი წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. წარმოდგენილი წიგნები სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მომხმარებელზე იქნება მორგებული.

„წიგნის დღეები“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მსურველები წიგნის შეძენას 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეძლებენ.

გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: გამომცემლობა"აქტი", წიგნების მაღაზია "ლატერნა", "წიგნიერი", "აზროვნების აკადემია" და სხვები.

„წიგნის დღეების“ ფარგლებში წიგნის მოყვარულებს ელოდებათ თბილი და სასიამოვნო გარემო, ცოცხალი მუსიკა და რაც მთავარია, ხელსაყრელი შეთავაზებები მათთვის საყვარელ წიგნებზე.

R