ავტორი:

რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც მაშველები ზღვაში ეძებენ - "ძაღლი უცებ ტალღამ გაიტაცა, გოგოები მის დასახმარებლად შევიდნენ"

რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც მაშველები ზღვაში ეძებენ - "ძაღლი უცებ ტალღამ გაიტაცა, გოგოები მის დასახმარებლად შევიდნენ"

მაშველები ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორი გოგონა ზღვაში, მდინარის შესართავთან, ძაღლის გადასარჩენად შევიდა, ერთ-ერთმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, ხოლო მეორეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ.

“რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები არიან. ზღვასთან სეირნობდნენ, ძაღლი უცებ ტალღამ გაიტაცა, გოგოები ძაღლის დასახმარებლად შევიდნენ, ჯერ არ ვიცით ეს დაკარგული ცოცხალია თუ მკვდარი. 34 წლამდე იქნება ეს გოგო, რომელსაც მაშველები ეძებენ. ხოლო რაც შეეხება მეორეს, მას ტვინის შერყევა აქვს და შინ იმყოფება”,- აცხადებს ქობულეთის მკვიდრი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.