ავტორი:

"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ახალ გამარჯვებებს" - ბჟანია პუტინს

"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ახალ გამარჯვებებს" - ბჟანია პუტინს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს "სამშობლოს დამცველის დღეს“ ულოცავს.

"თქვენ ასრულებთ თქვენი სამშობლოს მტრის საფრთხეებისგან დაცვის უმთავრეს ამოცანას.

ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში“, - წერს ბჟანია მისალოც წერილში.

ბჟანია პუტინს "ახალ გამარჯვებებს“ უსურვებს.

"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა!”, - წერს ბჟანია.