ავტორი:

კახეთში, კლინიკაში შეიყვანეს 2 წლის გოგონა, რომელსაც სხეულზე დამწვრობა და დაზიანებები აღენიშნება

კახეთში, კლინიკაში შეიყვანეს 2 წლის გოგონა, რომელსაც სხეულზე დამწვრობა და დაზიანებები აღენიშნება

2 წლის გოგონა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში ცხოვრობს, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გურჯაანის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" შეიყვანეს.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გოგონას თბილისში გადაყვანა იგეგმება. ბავშვის ბებიის თქმით, მცირეწლოვანზე დედა პერიოდულად ძალადობდა, თუმცა ბავშვის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა დამწვრობა ღუმელთან მიიღო.

დაწყებულია მომხდარის გამოძიება.